ჯანდაცვა
თუ საჭიროება დადგა, საველე ჰოსპიტლების გამოცდილება ქვეყანას უკვე აქვს -ამირან გამყრელიძე
საველე ჰოსპიტლების გამოცდილება ქვეყანას უკვე აქვს და თუ ამის საჭიროება დადგა, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობები ქვეყანაში არსებობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ომიკრონის“ შემთხვევაში ძირითადი დატვირთვა ამბულატორიულ და ონლაინ სექტორზე იქნება.

„ომიკრონის“ დროს მეტი დატვირთვა მოვა ამბულატორიულ და ონლაინ სექტორზე, ვიდრე ჰოსპიტლებზე, მაგრამ შესაძლებელია ჰოსპიტლებზეც მოვიდეს დატვირთვა, რამეთუ, ერთდროულად ადამიანების დიდი რაოდენობა შესაძლებელია დაინფიცირდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
| Print |