ჯანდაცვა
რა სიმპტომები შეიძლება დარჩეთ ბავშვებს კოვიდის გადატანის შემდეგ
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, უნდა დაიწყოს ბავშვთა ვაქცინაციაა.

მისი თქმით, ბავშვებმა კორონავირუსი, შესაძლოა, უსიმპტომოდ გადაიტანონ, თუმცა მათ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩეთ “შემაწუხებელი” სიმპტომები.

,,როდესაც ვსაუბრობთ, რატომ უნდა იყოს ბავშვი ვაქცინირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვირუსით, ერთ-ერთი არგუმენტია, რომ შეიძლება ბავშვის დაავადება მიმდინარეობდეს მსუქუბად, ან უსიმპტომოდ, მაგრამ გადატანის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე დარჩეს საკმაოდ შემაწუხებელი და ცხოვრების ხარისხის გამაუარესებელი სიმპტომტიკა, ისეთი როგორი არის – ხველა, ტემპერატურა, საერთო სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, ძილის პრობლემები, დეპრესია, მახსოვრობის პრობლემები, თმის ცვენა. 100-მდე სიმპტომია აღწერილი ბავშვებში, რომელიც შეიძლება კორონავირუსის გადატანიდან 6-8 თვის შემდეგაც კი გაგრძელდეს”,– ამბობს ჩხაიძე TV პირველთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, არცერთ სხვა ტიპის ვირუსს იგივე არ ახასიათებს, თუმცა კორონავირუსმა შემოიტანა ტერმინი “ხანგრძლივი კოვიდი” ბავშვებშიც და მოზრდილებშიც.

ჩხაიძე აღნიშნავს, რომ სწორედ ამ პრობლემები გამო, საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვებში მაინც უნდა დაიწყოს ვაქცინაცია.
| Print |