ჯანდაცვა
"ბოლო ერთი კვირაა შემთხვევების მატება გვაქვს" - გიორგი ბარძიმაძე
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის მასშტაბურ გავრცელებას ცოტა ხანში ელიან.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეგიონში ჯერჯერობით, ისევ დელტა შტამი ცირკულირებს, რადგან კოვიდკლინიკაში საშუალოდა მძიმე პაციენტები არიან.

რამდენიმე დღეა რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა, თუმცა ჰოსპიტალური სექტორი ჯერ კიდევ ნახევარი დატვირთვით მუშაობს. ახალციხის კლინიკა "იმედის" დირექტორი ამბობს, რომ პაციენტების მატებისთვის ემზადებიან.

სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს სინოვაკით და სინოფარმით ვაქცინაცია. გიორგი ბარძიმაძის თქმით, 50 წელზე ზემოთ მოქალაქეებისთვის დაწესებული წახალისების პროგრამის ამოქმედების შემდეგ, აცრის მსურველთა რაოდენობამ მცირედით მოიმატა.

| Print |