ჯანდაცვა
როდის უნდა გაკეთდეს ბუსტერ დოზა - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება
რა დრო უნდა იყოს გასული ინფიცირებიდან და ვაქცინაციიდან, რომ მოქალაქემ ბუსტერ დოზის გაკეთება შეძლოს - ამ კითხვას ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს.

„კორონავირუსის გადატანიდან ბუსტერ დოზა უნდა გაკეთდეს 30 დღის შემდეგ და ბოლო ვაქცინაციიდან 90 დღეზე მეტი უნდა იყოს გასული. ეს ორივე კრიტერიუმი უნდა იყოს შესაბამისობაში, რომ ბუსტერული დოზა გავიკეთოთ“
- განმარტავს კულუმბეგოვი.

იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებლები სწრაფად არ გაიზარდოს, კულუმბეგოვი მოსახლეობას, განსაკუთრებით კი 50 წელს ზევით მოქალაქეებს, მესამე ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„პირველ რიგში, აუცილებელია, გამოიყენოთ პირბადე და გაიკეთეთ მესამე ბუსტერული დოზა, ვისაც ეს ეკუთვნის, განსაკუთრებით 50 წელს ზევით მოქალაქეებმა სწრაფად დაიმატეთ, რათა ინფიცირების მაჩვენებლები ასე სწრაფად არ გაგვეზარდოს“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
| Print |