ჯანდაცვა
„ომიკრონის“ წინააღმდეგ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ბუსტერებიც ეფექტურია - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზით აცრისკენ მოუწოდებს.

ისი თქმით, „ომიკრონის“ წინააღმდეგ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ბუსტერებიც ეფექტურია.

„რეინფიცირება „ომიკრონის“ შემთხვევებში მაღალია. ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს „დელტა“, მათაც ემართებათ, ამიტომ დღეს ჩვენი მთავარი მოწოდება უნდა იყოს, რომ ყველა ადამიანი, ის მილიონ ორასი ათასი ადამიანი, ვინც აცრილია ორჯერადად, მიბრძანდნენ ამცრელ პუნქტებში და გაიკეთონ ბუსტერი.

გამოჩნდა კიდევ ახალი კვლევებით, რომ „სინოფარმის“ ბუსტერი, ანუ მესამე დოზაც სერიოზულად გამოიმუშავებს მანეიტრალებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ. ამიტომ, ბუსტერი, როგორც „ფაიზერით“, ისე „სინოვაკით“ თუ „სინოფარმით“, აუცილებელია“,
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
| Print |