ჯანდაცვა
როდიდან უნდა ველოდოთ ინფიცირების შემთხვევების შემცირებას?
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო „ომიკრონის“ შტამის გავრცელების პიკში იმყოფება.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა დღეს პიკურ მაჩვენებელზე დაბალია, საყურადღებოა დადებითობის მაღალი მაჩვენებელი.

„ის მაჩვენებელი, რაც დღეს გვაქვს, 24 ათასამდე შემთხვევა მიუთითებს, რომ პიკის ფაზაში ვართ. მნიშვნელოვანია შევხედოთ, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პიკი და როდის გვექნება იმის სურათი, რომ ინფექციამ უკან დახევა დაიწყოს. მომდევნო რამდენიმე დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ დაკვირვების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა დღეს პიკურ მაჩვენებელზე დაბალია, საყურადღებოა დადებითობის მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ ორივეს ერთად უნდა დავაკვირდეთ. მომდევნო რამდენიმე დღე მოგვცემს მეტ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემია და როდიდან უნდა ველოდოთ უკან დახევას და შემთხვევების შემცირებას“, - განაცხადა გაბუნიამ.
| Print |