ჯანდაცვა
დასრულდება თუ არა წელს პანდემიის მწვავე ფაზა?
პანდემიის მწვავე ფაზა, შესაძლოა, მიმდინარე წელს დასრულდეს, თუკი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი ვაქცინირებული იქნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

„ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ პანდემიის მწვავე ფაზა დასრულდება წელს, რა თქმა უნდა, ერთი პირობით, თუ წლის შუა პერიოდში, ივნის-ივლისში, ვაქცინაციის დონე 70 პროცენტს მიაღწევს“, - აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მისი თქმით, პანდემიის დასრულება საზოგადოების არჩევანზეა დამოკიდებული.

„თუ ეს მოხდება, მწვავე ფაზა ნამდვილად შეიძლება დასრულდეს და სწორედ ამას ველოდებით. ეს ჩვენს ხელშია. ეს არ არის შემთხვევითობის საკითხი, ეს არჩევანის საკითხია“, - აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი.
| Print |