ჯანდაცვა
საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, სამედიცინო სერვისებს სახელმწიფო დაუფინანსებს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისებს სახელმწიფო დაუფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინის მოქალაქეებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ასევე უფასო იქნება COVID-19-ზე ტესტირება, კოვიდ კლინიკებში მკურნალობა და COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

"უკრაინის მოქალაქეებისთვის სპეციალური ცხელი ხაზი 144–3 მუშაობს, რომელიც სამედიცინო სერვისებთან ერთად, მათი სხვა საჭიროების შესახებ, ინფორმაციას შეაგროვებს და შესაბამის უწყებებს მიაწვდის", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დახმარების პაკეტი ქვეყანაში მყოფ, იმ უკრაინელი ტურისტებს შეეხება, რომლებმაც საზღვარი 1-23 თებერვლის პერიოდში გადმოკვეთეს.
ასევე ნახეთ:

| Print |