ჯანდაცვა
ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე, ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ - თენგიზ ცრცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. თენგიზ ცერცვაძე წერს, რომ ის სამსახურიდან წასვლას ნამდვილად ფიქრობს და წერს, რომ გულნატკენი და შეურაცხყოფილია.

"ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ერთადერთი მიზეზით - ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ)", - წერს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ცდილობენ დააბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას იღებდა COVID-ის მართვისთვის გამყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში,  კოვიდავადმყოფების მართვა ცუდად ხდებოდა, მანიპულირებდა ავადმყოფებისა და საწოლების რაოდენობით, განგებ ხოცავდნენ კოვიდკლინიკებში ავადმყოფებს და სხვა.

"მთელი პანდემიის მანძილზე ჩემი შემოსავალი არცერთი მხრიდან 1 ლარითაც კი არ გაზრდილა. უფრო მეტიც - იმ დანამატსაც კი არ ვიღებდი, რომელიც COVID ავადმყოფებთან მუშაობისთვის მეკუთვნოდა..

არის სხვა საკითხებიც, მაგრამ ძალიან გაგვიგრძელდება...

ამჟამად უსამართლო დამოკიდებულება იმდენად ზღვარგადასულია, რომ თავის გაკონტროლება მიჭირს. აი, სულ ეს არის."
- წერს თენგიზ ცერცვაძე.
| Print |