ჯანდაცვა
განსაკუთრებული აქცია "მედიქალ ვორლდის" ლაბორატორიის ახალციხის ფილიალში (R)
განსაკუთრებული აქცია "მედიქალ ვორლდის" ლაბორატორიის ახალციხის ფილიალში. პირველი ივნისიდან, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მშობლებს  შვილების ჯანმრთელობის გამოკვლევა 111 ლარად შეეძლებათ. აღნიშნულ პაკეტში შედის შემდეგი ანალიზები – სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, Ca, D ვიტამინი, B ვიტამინი.

ლაბორატორიის შესახებ კითხვებზე "მედიქალ ვოლრდის" ახალციხის ფილიალის მენეჯერი, თამარ მესხი გვპასუხობს: 

გამარჯობა ქალბატონო თამარ, როდის გაიხსნა ლაბორატორია ახალციხეში?

"მედიქალ ვორლდის" ლაბორატორიის ახალციხის ფილიალი 2021 წლის თებერვალში გაიხსნა, დღეისათვის კი საქართველოს მასშტაბით პაციენტებს 12 ქალაქში 14 ფილიალით ემსახურება.
რა სახის კვლევებს ატარებთ?

"მედიქალ ვორლდის" ლაბორატორია პაციენტებს სთავაზობს 800-ზე მეტ კვლევას დიაგნოსტიკის შემდეგ დარგებში: ბაქტერიოლოგია, ბიოქიმია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია, ციტოლოგია, კოაგულაცია, სეროლოგია, მოლეკულური დიაგნოსტიკა,მორფოლოგია,

გაქვთ თუ არა ისეთი კვლევები, რომლის ჩატარება აქამდე ახალციხეში არ ხდებოდა?

პაციენტს შეუძლია მიიღოს მაღალკვალიფიციური მომსახურება, ნებისმიერ მისთვის სასურველ კვლევაზე, ანალიზის პასუხს კი მიიღებს 24 საათიან შუალედში, ძირითადად, ანალიზის პასუხები იმავე ღამით ან მეორე დღესვე არის მზად თუ ანალიზის სპეციფიკა არ მოითხოვს მეტ დროს. აღსანიშნავია რომ პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება მათსავე რეგიონში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ის კვლევები რომელთა ჩატარებაც შეუძლებელია საქართველოში პაციენტის მოთხოვნიდან გამომდინარე, იგზავნება ევროპის წამყვან ქვეყნებში.

როგორია პაციენტების მომართვიანობა - ყველაზე ხშირად რა სახის კვლევებს იტარებენ?

ხშირი მომართვიანობა არის ბიოქიმიური სახის კვლევებზე. როგორიცაა: ღვიძლის, თირკმლის, ლიპიდური სპექტრის ანალიზები. ასევე კოაგულაციის, ჰემატოლოგიის ჯგუფის კვლევებზე. ბოლო პერიოდში, ასევე, მოთხოვნადია ჭიის ანტისხეულების კვლევა სისხლით.

ქალბატონო თამარ, როგორ ხდება ანალიზების აღება - პაციენტი მოდის, თუ ადგილზე ვიზიტის სერვისიც გაქვთ?

პაციენტს შეუძლია მოვიდეს ადგილზე, ასევე ჩანიშნოს ვიზიტი იმ მისამართზე, სადაც იმყოფება. ქალაქის მასშტაბით მომსახურება უფასოა. ვემსახურებით რეგიონის ფარგლებში.
სად ხდება აღებული მასალის ლაბორატორიული კვლევა?

მასალის კვლევა ხდება თბილისში "მედიქალ ვორლდის" ლაბორატორიის ცენტრალურ ფილიალში

როგორია ფასები კვლევებზე და სთავაზობთ თუ არა მომხმარებლებს აქციებს, ფასდაკლებებს?

ფასები მისაღებია ჩვენი პაციენტებისთვის, ჩვენთვის მხოლოდ ეს არ არის საკმარისი და ვთავაზობთ ანალიზთა ჯგუფებზე აქციებს მაგალითად როგორიცაა D ვიტამინის აქცია, რაშიც შედის D ვიტამინი, სისხლის საერთო, რკინა, Ca
და სააქციო ფასი არის ამ ეტაპზე 70 ლარი.

ჩვენთან ბავშვებს სისხლის აღებისას მიღებულ სტრესს მაქსიმალურად ვუმსუბუქებთ საბავშვო სიგელებით. ადგილზე ხვდებათ მაღალკვალიფიციური
ექთანი ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
სად მდებარეობს ლაბორატორია?

"მედიქალ ვორლდის" ლაბორატორიის ახალციხის ფილიალი მდებარეობს
რუსთაველის N44 ა-ში (მეხუთე საჯაროს სკოლის მოპირდაპირე მხარეს).
| Print |