ჯანდაცვა
ზაფხულის ბოლოს შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს
„არსებობს გარკვეული რისკი, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში დაიწყოს შემთხვევების მატება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალერგოლოგის თქმით, მეცნიერული და ეპიდემიოლოგიური საფუძვლებიდან გამომდინარე, პანდემია ამ ეტაპზე დასრულებულად ვერ გამოცხადდება.

ბიძინა კულუმბეგოვი ასევე ამბობს, რომ აუცილებელია ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება 50 წელს ზემოთ.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის ის უწყება, რომელმაც უნდა თქვას საბოლოო ვერდიქტი პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით. ისინი ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ და ამას აქვს მეცნიერული და ეპიდემიოლოგიური საფუძვლები.

მსოფლიოში კორონავირუსის ყოველდღიური რიცხვების გენერირება არ არის იმ დონზე მიღწეული, რომ პანდემიის დასრულების შესაძლებლობას იძლეოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექცია, გარკვეულწილად ზოგიერთ ქვეყანაში დაღმავალი და სტაბილურია, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, მაინც არსებობს გარკვეული რისკი, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, როგორც სხვა რესპირაციულმა დაავადებამ დაიწყოს მატება“
, - აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

| Print |