ჯანდაცვა
"ომიკრონის" ახალი შტამი BA 5 უკვე საქართველოშია
"ომიკრონის" ახალი ქვე შტამი BA 5 უკვე საქართველოშია. ფაქტს ინფექციონისტი პაატა იმნაძე ადასტურებს.

წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულების რაოდენობა, ფაქტობრივად, გაორმაგდა. ამას თან ერთვის მცირეწლოვნებში გავრცელებული რამდენიმედღიანი ვირუსი, რაც საბოლოო ჯამში კლინიკების გადავსებასაც კი იწვევს.

იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისს საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა და საქართველომ კოვიდპანდემია, ფაქტობრივად, დასრულებულად გამოაცხადა, მივიწყებულმა კოვიდმა თითქოს ძალები გაიორმაგა და გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1 058 შემთხვევაც აღირიცხა. გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელიც.
| Print |