ჯანდაცვა
საქართველოში თურქული მედიკამენტები ძვირდება
საქართველოში თურქული მედიკამენტები ძვირდება. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ილონა კოკიაშვილის თქმით, თურქული ანალოგების ფასი, რომელიც 18,19,20 ლარი ღირს, შეიძლება 4-5 ლარით გაიზარდოს.
„თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდა მცირედი კორექტირება, მათ ბაზარზე, ფასებთან მიმართებით... გამომდინარე იქიდან, რომ მეზობელ ქვეყანაში საკმაოდ მაღალი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის დევალვაციაა, მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ფიქსირებული გაცვლითი კურსი გაიზარდა 25%-ით, ასევე, დაკორექტირდა მოგების მარჟები კომპანიებისთვის", - განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 20-30%-მდე გაძვირდება, წამლები ქართულ ბაზარზე კვლავ იაფ სეგმენტში დარჩება.
"მაგალითისთვის, მედიკამენტები, რომელიც 119-120 ლარი ღირს, ხოლო თურქული ანალოგები, რომელიც 18-19-20 ლარი ღირს, მათთან მიმართებით ცვლილება იქნება რამდენიმე ლარიანი. ანუ, 18-დან 23 ლარამდე, 19-დან 25 ლარამდე შეიძლება გაიზარდოს ფასები“, - განმარტავს კოკიაშვილი.
bpn.ge
გააზიარეთ :