ჯანდაცვა
"მეხუთე დღეს მომცა სიცხე და დავვარდი" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ყირიმ-კონგოსგან განიკურნა

საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ყველაზე მეტი შემთხვევა სამცხე-ჯავახეთშია გამოვლენილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს ვირუსული ინფექცია 39 პირს დაუდასტურდა, აქედან ორი პაციენტი გარდაიცვალა. რთული მიმდინარეობის გამო, პაციენტებს ძირითადად, თბილისში, რეანიმაციულ განყოფილებაში ათავსებენ.

სამცხე-ჯავახეთი ვირუსის კერადაა აღიარებული. მედიკოსების თქმით, წელს ყირიმ-კონგოს გაცილებით მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ექიმები მოქალაქეებს ურჩევენ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და ყირიმ-კონგოს დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებებს.

ყირიმ-კონგო მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით. არ არსებობს რაიმე ეფექტური ვაქცინა ადამიანებისა და ცხოველებისთვის.
| Print |