ჯანდაცვა
გრიპის უფასო ვაქცინაცია გაგრძელდება
გრიპზე უფასო ვაქცინაციის ვადა 30 ნოემბერს ამოიწურა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 10 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

ვაქცინაცია სეზონური გრიპის პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი გზაა.
ვაქცინები მზადდება ზუსტად იმ შტამების საწინააღმდეგოდ, რომელთა ცირკულაციასაც სეზონურად ელოდებიან.
აცრა ადამიანებს გრიპის მძიმე გართულებებისგან იცავს.
დეტალები: ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ნებისმიერ მსურველს 6 თვის ასაკიდან 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში უფასოდ შეეძლება.

"იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის", — ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწესებულებების სია, სადაც აცრის ჩატარებას შეძლებთ, შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.
როგორც წესი, გრიპის ვაქცინა მხოლოდ რისკ ჯგუფებისთვისაა უფასო, დანარჩენი მოქალაქეებისთვის კი 60-70 ლარი ღირს.
| Print |