ჯანდაცვა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრს სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრს, რომელიც ფილტვების ამბულატორიული მკურნალობის შესაძლებლობებით კავკასიის რეგიონში ერთადერთია, $70,000-მდე ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.

,,ცენტრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქრონიკული დაავადებების პრევენციასა და პაციენტთა რეაბილიტაციაში, ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი დახმარება გააუმჯობესებს პაციენტებზე ზრუნვის კომპლექსურ პროცესს.
გადაცემულ აღჭურვილობას შორის არის: მაგნიტური თერაპიის აპარატი, ხელ-ფეხისა და სხეულის ზედა ნაწილის ერთობლივი სავარჯიშო მოწყობილობა, სარეაბილიტაციო წოლითი ველოსიპედი, სარეაბილიტაციო ბილიკი შშმ პირებისთვის, სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების ანალიზატორი, ჟანგბადის კონცენტრატორი ინჰალატორით და სხეულის ტემპერატურის ინფრაწითელი თერმული გასასვლელი"
- წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |