ჯანდაცვა
დიალიზის ცენტრები კიდევ 10 ქალაქში ამოქმედდა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა.

უწყების ცნობით, ქვეყნისმასშტაბით, წელს, დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ბენეფიციარები, სერვისს, მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთა ახლოს მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, მოემსახურება.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში, დიალიზის ცენტრები, ყოველდღიურად, 2600 პაციენტს ემსახურება.
| Print |
თეგები: დიალეზი /