ჯანდაცვა
ჭაობში ჩაძირული ,,წამლის თაობა"
როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკა, რას აკეთებს ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად, რას ითხოვენ ნარკომომხმარებლები და მათი ოჯახის წევრები, როგორ აფასებენ შექმნილ ვითარებას საზოგადოებრივი ორგანიზაციები და რაში ხედავს გამოსავალს ეკლესია?

14 წლის იყო, როცა მეგობრის ბიძამ ორივეს ერთად ვენა უნახა და ნარკოტიკი გაუკეთა. 90-იანების დასასრულს უბანში ეს კარგ ქცევად ითვლებოდა. ამის შემდეგ დაიწყო ორმა მოზარდმა სამი ადამიანისთვის სამყოფი დოზის ,,ჩალიჩი“. ნელ-ნელა ოჯახებიდან გაქრა ფული, ოქრო, ძვირფასეულობა და ყველაფერი ის, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა. დღეს ბიძაც და დისშვილიც გარდაცვლილია - ორივე ნარკოტიკის მსხვერპლია. თემო მეგობრის ბიძაზე მხოლოდ ერთს ამბობს:

,,14 წლის ვიყავით, ჩემ შვილზე დაახლოებით სამი წლით უფროსი, როცა გაგვიკეთა. ყველაფრის მიუხედავად, დღემდე მიჭირს მისი საქციელის გააზრება. იცოდა რა გველოდა... ყველაფრის მიუხედავად საკუთარი დისშვილიც არ დაინდო“ - ამბობს თემო.

მეგობრის საფლავზე ხშირად ადის, ბევრს არ საუბრობს. ხმამაღლა მხოლოდ იმას ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრებას ხშირად მოულოდნელი გარემოებები რადიკალურად ცვლის.

,,როდესაც კარგად სწავლობ და ოჯახშიც გენდობიან, ეს უფრო მეტი პრობლემაა, რადგან ასეთი ბავშვი უფრო ხშირად ხდება ,,ქუჩის“ მსხვერპლი. სანამ ღრმად არ შეტოპავ, მშობლებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მათი შვილი შეიძლება ნარკომომხმარებელი იყოს და მეორეს მხრივ, იმის აღიარება, რომ შვილი ,,გზიდან გადავარდა“ და სასწრაფოდ შველა ჭირდება, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ 90-იანების ბოლოს, ,,დამნაშავე ნარკომანი იყავი“ და არათუ სარეაბილიტაციო ცენტრი, ინფორმაციაც არ არსებობდა, როგორ შეიძლებოდა საშინელი სენისგან თავის დახსნა. პრობლემების ,,ბუკეტი“ დროთა განმავლობაში იზრდებოდა და ,,წამლის თაობის“ ადამიანებიც ჭაობში სულ უფრო ვიძირებოდით“
- ჰყვება ირაკლი, რომელსაც ყველაზე მეტად საკუთარი, ,,ათოსანი“ შვილის მომავალი აშინებს. ერთი რამ ზუსტად იცის, რომ მისი მშობლებისგან განსხვავებით, საკუთარ შვილს ასე მარტივად აღარ დაუჯერებს.. მთავარია ამისთვის სიცოცხლე ეყოს.

სამყოფი სიცოცხლე ოჯახის დანარჩენი წევრებისთვისაც სურს. ფიქრობს, რომ ნარკომომხმარებლებთან ერთად, ხანგრძლივი ფსიქოლოგიური დახმარება ოჯახის წევრებსაც სჭირდებათ. მშობლები ნარკომანიას კომპლექსურ პრობლემას უწოდებენ, სახელმწიფოს მიერ გატარებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან პირველ რიგში გრძელვადიანი სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნას ითხოვენ.

,,ნარკომანიას მკურნალობა ჭირდება, მაგრამ არა ორკვირიანი პროგრამით, არამედ მინიმუმ 6 თვიანი. ნარკოტიკი პირველ რიგში ტვინს აზიანებს და ვინმეს უნახავს წლების განმავლობაში დაზიანებული ტვინის ორ კვირაში განკურნება? როცა ხედავ, როგორი უსუსური და უმწეო ხდებიან, თვითგანადგურების რეჟიმში ცხოვრობენ და ერთი ხანგრძლივი მკურნალობისთვის საჭირო სარეაბილიტაციო ცენტრიც კი არ არსებობს ქვეყანაში, რომელიც საქართველოს ახალგაზრდებზე იზრუნებს.

გენოფონდი გვეღუპება, სახელმწიფოსგან კი მხოლოდ პერიოდულად ჩატარებულ ,,რეიდებს“, სამი-ოთხი დღით დაკეტილ ფსიქოტროპულ აფთიაქებს და ხელახლა გახსნილი, მაგრამ გაძვირებული ფასებით მომუშავე აფთიაქებს ვხედავთ, სადაც ყოველგვარი რეცეპტის გარეშე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წამლების ყიდვა“
- ჩივიან მშობლები.

ვინ მოიხმარს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს

ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებლები ,,ვეტერანებთან" ერთად, ძირითადად 13-14 წლის მოზარდები არიან. პაციენტების უმრავლესობა მოიხმარს ყველაფერს: ამფეტამინს, მეტადონს, სუბოქსონსა და ნებისმიერ პრეპარატს და რაც მთავარია, ძირითად შემთხვევაში ინტრავენურად.

გამოცდილმა ნარკომომხმარებლებმა კარგად იციან რა გზის გავლა უწევთ მოზარდებს. ამბობენ, რომ დამწყებებს ნარკოტიკული საშუალებებისთვის თანხების მოძიება სხვადასხვა გზით (მოპარვით, წართმევით, გამოძალვით) უწევთ, რის გამოც მათი ნაწილი კრიმინალი ხდება.

ირაკლი, 25 წელზე მეტია სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სახის ნარკოტიკს მოიხმარს. ის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ინფორმაციის დეფიციტს მიაჩნევს. ამბობს, რომ ეს არის ოჯახების მიუღებლობა და აქედან გამოწვეული ,,ოჯახის შემარცხვენლის“ არაღიარება. ,,მარტო ოჯახი კი არა, ამ ხალხს საზოგადოებაც არ აღიარებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი ადამიანები ,,გადააგდებენ“, მათთვის სამუშაოს დაწყება მაინც შეუძლებელია და იმედგაცრუებული და დეპრესიული ისევ ძველ გზას უბრუნდება“.

რას აკეთებს ხელისუფლება ვითარების გასაუმჯობესებლად?

ქვეყანაში მოქმედებს ორი ტიპის ოპიოდებით ჩანაცვლების თერაპია (ოჩთ) - ერთი არის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც უფასოა და მეორე, კერძო პროგრამები, სადაც პაციენტი თავად იხდის მკურნალობის თანხას.

ნარკოლოგთა განმარტებით, ოპიატების ჩანაცვლებითი თერაპია სამკურნალოა და ზიანის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მექანიზმია. პროტოკოლის მიხედვით, ჩანაცვლებით თერაპიაში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ინექციურ ნარკოტიკს. 

,,ქვეყანაში ჩართვა შეუძლიათ 21 წლიდან. საქართველოში, ბოლო კვლევით არის 51 000 ინექციური ნარკოტიკის მოხმარებელი და ოჩთ-ში ჩართული 13 000 ადამიანი, რაც არის მინიმალური მოცვა" - აღნიშნავს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე.

საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა პირველად 2004 წელს გლობალური ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. 2008 წლიდან ქვეყანაში ამოქმედდა მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, რომელიც ხორციელდებოდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პრინციპით (პაციენტისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით). მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო. 2017 წლიდან გაუქმდა თანადაფინანსების პრინციპი და აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა პაციენტებისთვის გახდა უფასო.

დღეისათვის, საქართველოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით 12 ათასზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს. პროგრამა საქართველოს მასშტაბით 22 განყოფილებაში მოქმედებს. 

კიდევ ერთი მომხმარებელი გიორგი, გვეუბნება, რომ მეტადონის ჩანაცვლებით პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს და შესაბამისად, რეგისტრირებული ადამიანების მონაცემები ღიაა სახელმწიფო უწყებებისთვის. ეს ფაქტი ერთის მხრივ დისკომფორტს უქმნის პროგრამაში ჩართულ ადამიანებს, თუმცა მეორეს მხრივ უფასო ,,დოზა“ შფოთვებისგან ათავისუფლებს მათ. მომხმარებლების ვარაუდით, თითო განყოფილებით ყოველდღიურად მინიმუმ 500-მდე ადამიანი სარგებლობს.

მეორე ჩანაცვლებითი პროგრამა ფასიანია და ოფიციალურად, მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციებისთვის. ეს ფაქტი ერთის მხრივ დასაქმებული ადამიანებისთვის კომფორტის ზონაა, თუმცა მათი ყოველდღიური ხარჯი ამ შემთხვევაში საშუალოდ 30 ლარია.

,,ჩანაცვლებითი თერაპიის აზრი არის, როცა ადამიანი მოიხმარს ინექციურ ნარკოტიკს, ჩაანაცვლოს პერორალური ნარკოტიკით. მეტადონი და სუბოქსონი არის ნარკოტიკული საშუალებები. შესაბამისად, ეს არის ზიანის შემცირების პროგრამა როცა ადამიანები ანაცვლებენ. ჩანაცვლება ჰქვია, არ არის განკურნება, რეაბილიტაცია, მკურნალობა - არის ჩანაცვლება" - აღნიშნავს ექიმი ნარკოლოგი.

ვითარება რომ რთულია ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრიც საუბრობს. ვახტანგ გომელაური აღნიშნავს, რომ საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა და სამწუხაროდ, ნარკოტიკები „შემოდის“, თუმცა „100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ ვერანაირად“. 

„ყოველწლიურად, დაახლოებით 30-40-ის ფარგლებში მერყეობს ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. ეს მსოფლიო პრობლემაა, დამერწმუნებით ყველა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მაგრამ მან არ დააკონკრეტა ზედოზირების სტატისტიკური მონაცემები.

მინისტრმა სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობა აღიარა, თუმცა თავი შეიკავა საბოლოო ხედვის შეთავაზებისგან, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ან შერბილების თემას, მან განაცხადა: „მარტო გამკაცრება საქმეს არ შველის. აქ კომპლექსური სამუშაოა ნარკოტიკების მიმართულებით“.

2023 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელთან შედარებით, სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის გამოვლენის ფაქტები გაზრდილია 20.53%-ით, რასაც შსს „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ გატარებული შედეგიან სამართლებრივ პოლიტიკასა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქტიურ ბრძოლას“ უკავშირებს.

როგორ განისაზღვრება ნარკოტიკებისგან მიყენებული ზიანი

ზურა სიხარულიძე ერთ-ერთი პირველია, ვინც ოპოიდების ჩანაცვლებითი თერაპია დანერგა საქართველოში. კლინიკა ,,ურანტი“ 2005 წელს გაიხსნა და დღემდე მისი ხელმძღვანელია. ნარკოლოგი მიიჩნევს, რომ მომხმარებელი და დამოკიდებული ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება. მისი თქმით, მომხმარებელი ნარკოტიკს ეპიზოდურად, გასართობად მოიხმარს, არ გააჩნია ლტოლვა მის მიმართ, არ იცის რა დოზით ან როგორ მოიხმაროს და ამიტომ არსებობს რისკი, რომ სხვადასხვა ტოქსიკურმა ნივთიერებებმა გამოიწვიოს ზედოზირება.

ადამიანთა მეორე ჯგუფია დამოკიდებული პირები, რომლებსაც ლტოლვა უჩნდებათ ნარკოტიკის მიმართ, არ მიმართავენ ექიმს და არც ინფორმაცია აქვთ, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ნარკოტიკმა. ექიმი ნარკოლოგი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკებისგან მიყენებული ზიანი რამდენიმე კრიტერიუმით განისაზღვრება -  ,,ზედოზირება ( სიკვდილი), კრიმინალი, ჩართულობა ნარკობიზნესში, ინფექციური დაავადებების გადაცემა, დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ა.შ.".

ზურა სიხარულიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ოჩთ (ოპოიდებით ჩანაცვლების თერაპია) არის ზიანის შემცირების ერთ-ერთი მეთოდი და ასევე სამკურნალო პროგრამა, რომელიც ანაცვლებს ქუჩის ინექციურ ნარკოტიკს და ამცირებს ჩამოთვლილ ზიანს. საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს კი ასე პასუხობს:

,,მომიყვანეთ პროგრამის ერთი პაციენტი მაინც, რომელსაც უნდოდა გასვლა და ექიმმა არ დაუკლო დოზა და არ შესთავაზა დეტოქსი! კიდევ, კატეგორიულად მიუღებელია რომ მომხარებელს ან დამოკიდებულ ადამიანებს ეძახონ სატანები, ქვეყნის ჭუჭყი და კიდევ ბევრი საშინელება; ვთვლი, რომ რეპრესიული კანონმდებლობა მომხმარებლის მიმართ არის შესაცვლელი! და რეალიზატორი უნდა დაისაჯოს უვადო პატიმრობით“ -განმარტავს ზურა სიხარულიძე.

ექიმი ჩანაცვლებითი თერაპიის იმ საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც დღემდე გამოწვევად რჩება საზოგადოებითვის.

,,არ არის საკმარისი ინფრასტრუქტურა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, შეიცვალა რეგულაციები და პაციენტებს უწევთ ყოველდღე პროგრამაში გამოცხადება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ცხოვრობენ სხვა რეგიონში, სადაც არ არის პროგრამა და დაშორებულია რამდენიმე ათეული კილომეტრი უახლოეს ოჩთ პროგრამასთან,  ან არიან დასაქმებულები და ვერ ახერხებენ პროგრამაში ყოველდღიურად გამოცხადებას, რის გამოც ბევრი პაციენტი ალბათ დატოვებს პროგრამებს და კვლავ დაუბრუნდება ქუჩის ნარკოტიკს;

გარდა ამისა, პროგრამაში ჩართული პაციენტების დაახლობით 10%  არ ეგუება პროგრამის რეგულაციებს, ამატებს სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ცდილობს უკანონოდ გამოიტანოს პრეპარატი პროგრამიდან, რომ მოიხმაროს ინექციურად, თუმცა ჩანაცვლებითი თერაპიით მოტანილი სიკეთე ბევრად აღემატება არსებულ რისკებს"
- აღნიშნავს ნარკოლოგი.


რას ფიქრობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები?

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, შექმნას ადრეული გაფრთხილების/შეტყობინების სისტემა (EWS) არალეგალური ნარკოტიკების ბაზრის მონიტორინგისა და სახიფათო ნივთიერებების გამოვლენის მიზნით. ორგანიზაცია ნალოქსონის ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზეც ამახვილეს ყურადღებას. ეს მედიკამენტი ეფექტურად მოქმედებს ოპოიდების დოზის გადაჭარბებისას, სწრაფად გამოჰყავს ადამიანი უგონო მდგომარეობიდან და უზრუნველყოფს სუნთქვის აღდგენას. 2022 წლიდან მისი შეძენა რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი, თუმცა სააფთიაქო ქსელებში პრეპარატის მარაგი საკმაოდ მცირეა.

ორგანიზაციის თქმით, ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირებისას ლეტალური შედეგის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი პირველადი პრევენციის გაძლიერება და სკოლებში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამების დანერგვაა. ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით ზედოზირებით სიკვდილის ფაქტების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, სტატისტიკის არარსებობის პირობებში კი ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციის პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელება.
სწორედ ამიტომ, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ:

მნიშვნელოვანია ინფორმაციის პროაქტიულად გავრცელება ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ზიანისა და შედეგების თაობაზე ცნობიერების ასამაღლებლად.

• სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმა, რომელიც „სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ იქნება მიმართული.


უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ნარკომომხმარებელთა შესამცირებლად პრობლემის სისტემური გადახედვაა საჭირო. „საქართველოში ნარკოპოლიტიკა კვლავ რეპრესიული ხასიათისაა და ის წამალდამოკიდებული ადამიანების დასჯისა და საპოლიციო კონტროლის ლოგიკაზე დგას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 18 სხვა ორგანიზაციაც აწერს ხელს და რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას „დაიწყოს მოქმედი ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური და რეალური რეფორმა“.

ამ განცხადებით, ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, ჯანდაცვის ექსპერტები და საზოგადოებრივი გაერთიანებები 2024 წლის 24 იანვარს ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის (ოჩთ) მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ცვლილებები არსებითად აუარესებს ოპიოიდური აგონისტებით მკურნალობის პროგრამაში ჩართულ პაციენტთა უფლებრივ მდგომარეობას.

გარდა ამისა, მიიჩნევენ, რომ „საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა თითქმის 24 % სასჯელს სწორედ ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის“. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ხელისუფლების აღქმა ნარკოტიკებით გამოწვეული საფრთხის შესახებ ხშირად გაზვიადებულია, ხოლო რეალური პრობლემების პრევენცია შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს.

როგორია მედიის როლი?

არა ნარკოტიკს, არა ,,ნარკობარიგებს" - სოციალურ ქსელში ეს კამპანია ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ცოტა ხნის წინ წამოიწყო. მან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ის განცხადებები, რომლითაც ახალგაზრდებს კურიერებად იწვევენ.
,,ტელეგრამ არხი აცხადებს ვაკანსიას, მსურველმა უნდა გააგზავნოს ფოტო პირადობის მოწმობით და ასევე ვიდეო, რომ რეალური ადამიანია!
როგორ არჩევენ ნარკორეალიზატორები კურიერს?! სტაჟირება 2-3 დღე,თითო დადება 5-10$! მერე აჰყავთ “სამსახურში“, მუდმივი მძევალია-რასაც დაავალებენ,უნდა გააკეთოს‼️ პირობას დაარღვევს და ვინაობას გაუსაჯაროვებენ! სიკვდილის გამყიდველები.

ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გამოაცხადოს ჩანაცვლებითი პროგრამები, გავხსნათ ფსიქიატრიული კლინიკები და დავიწყოთ ამ ხალხის მკურნალობა! ამფეტამინის შემთხვევაში ფსიქიატრის და ნარკოლოგის გარეშე არაფერი გამოდის! რა ეშველება ათიათასობით ამფეტამინზე და ფენტალინზე დამოკიდებულ ადამიანს? ,,ლომკაში" და ფსიქოლოგიური პრობლემებით?!“
- აღნიშნავს კილაძე და ,,ნარკობარიგებს“ ომს უცხადებს.

გამოკითხული მოსახლეობის აზრით, პრობლემა მრავალმხრივია, მაგრამ ხელისუფლებისა და საზოგადოების ნების გაერთიანების შემთხვევაში, დაძლევადი.

,,გვჭირდება სპეციალური პროგრამა დამოკიდებული ადამიანების სამკურნალოდ. საქართველოს მთავრობას გახსნილი აქვს კლინიკები, სადაც მკურნალობის საფასური 300 ლარია ერთი დღე და შემდეგ თავშესაფარი, სადაც ფსიქოლოგიურ მკურნალობას გადიან და თვეში 1000 - დან 2500 ლარი არის გადასახდელი, ყველა კუთხიდან ფულს აკეთებენ“ - აღნიშნავს ლალი ღონღაძე.

,,ბარიგების დაჭერა რომ მოხდეს ნამდვილად, ეს იმას ნიშნავს რომ მთავრობამ უნდა დაიწყოს სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსნებით და თანამშრომლებით. შემდეგ პოლიციის მაღალჩინოსნებით და თანამშრომლებით გააგრძელოს. ამასთან დაკავშირებით თუკი სხვა აზრი გააჩნია ვინმეს, მიმიფურთხებია მისი ყველა აზრისთვის“ - განმარტავს ვახტანგ გოგლიჩიძე.

,,ე.წ. "ბარიგების", ნარკორეალიზატორების, გაშიფვრა-გამოვლენა, არის უდიდესი გმირობა და ერის პირდაპირი მნიშვნელობით გენოციდის მომწყობების წინააღმდეგ ხმალამოღებული ბრძოლა. საზოგადოებამ, ჩვენ ყველამ, ხმა უნდა ავიმაღლოთ ჩვენს ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობაზე და ვაიძულოთ ხელისუფლება მიიღოს უმკაცრესი ზომები ნარკომაფიის წინააღმდეგ საბრძოლველად. არა ნარკოტიკს! არა "ნარკობარიგებს" ! - აცხადებს კახა კვეკვესკირი.

ჟურნალისტი ნარკოტიკების გავრცელების სხვადასხვა გზებზე საუბრობს. კილაძის თქმით, სოციალურად და ეკონომიკურად შეჭირვებულ ქვეყანაში, სადაც საშუალო შემოსავალი 800 ლარია, წამლის დამდებების ე.წ. კურიერების ანაზღაურება კვირაში 500-700-1000$! -ს შეადგენს.

,,ჯოჯოხეთი ტრიალებს საქართველოში! ჩემი თაობა ნემსმა დაღუპა, ჩვენი შვილების თაობას ღუპავს მკვლელი ნარკოტიკი. მასშტაბი იმდენად დიდია, ამ ოდენობის ამფეტამინის შემოტანა საზღვარზე წარმოუდგენელია.

საქმეში ჩახედული ადამიანები მეუბნებიან, რომ ნარკოტიკი საქართველოში მზადდება იატაკქვეშა ლაბორატორიებში! ბაზარზე შემოყრილია უკონტროლო მკვლელი ნარკოტიკი, რომელიც იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს და ინსულტს !

ინტერნეტით ვაჭრობენ ძირითადად, ტელეგრამ არხებზე. ფულს რიცხავენ კრიპტოვალუტაში და ნარკოტიკს ტოვებენ მისამართზე. ე.წ. დამდებები არიან თინეიჯერებიც!“
.

შექმნილი ვითარების ფონზე, მედიასაშუალებების ძირითადი ნაწილი ხშირ შემთხვევაში სამართალდამცველების მიერ გადაღებულ მასალებს ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ნარკორეალიზატორი დააკავეს ან უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს.

რას აკეთებს საპატრიარქო?

ქვეყანაში არსებული საგანგაშო ვითარების შესახებ საუბრობს ეკლესია. სასულიერო პირებისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო შემაშფოთებელი მას შემდეგ გახდა, როდესაც გაირკვა, რომ კურიერები ნარკოტიკის დასადებად ეკლესიის ეზოებს იყენებენ. პატრიარქის პირველი საშობაო ეპისტოლე, სადაც ნარკომანიის გამო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეა საუბარი და რომელიც ინტერნეტში იძებნება, პირველად 2002 წლით თარიღდება.

,,მე მიმაჩნია, რომ ნარკომანია არის მთელი ქვეყნის პრობლემა და საქართველოს ეკლესია აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ამ სენის დაძლევისათვის და ჩვენ უკვე გვაქვს დასახული გეგმები მომავალი ჩვენი მოქმედებისათვის“ - აღნიშნავდა პატრიარქი 2002 წელს.

საქართველოს საპატრიარქო ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას არ ეთანხმება. იგი ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოვიდა. 2005 წელს ილია მეორე წერდა: ,,ძნელი ასატანია ოჯახში ადამიანი, რომელიც ხმარობს ნარკოტიკებს. მაგრამ ნარკოტიკები, ნარკომანია იკურნება. იკურნება და ეს იმედი არ უნდა დავკარგოთ ჩვენ ან იმ ავადმყოფმა არ უნდა დაკარგოს იმედი, რომ განიკურნება. ჩემი აზრით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ, ვაჩვენოთ სიყვარული ამ დაჩაგრულ ახალგაზრდებს და ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა განკურნოს ისინი“.

2016 წლის ივლისში საკვირაო ქადაგებისას ილია მეორე ამბობდა: ,,ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მას".

ყველაზე მწვავედ, პატრიარქი ნარკომანიის თემას 2018 წელს შეეხო, მაშინ როცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდა.

მაშინ საპატრიარქო აღნიშნავდა, რომ დანგრეული ოჯახების გამო უმეთვალყურეოდ დარჩნენ ბავშვები, გამეფდა სიცრუე, ამპარტავნება, გაუტანლობა, ეგოიზმი, შური და ღვარძლი, სწორედ ამიტომ:

,,ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს. აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები.

მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას. აუცილებელია, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი და სხვა’
’ - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

გარდა ამისა, 2018 წლის სინოდის სხდომის ოქმიდან გაირკვა ისიც, რომ საპატრიარქოსთვის ნარკოტიკებით გარდაცვლილი ადამიანებისთვის საეკლესიო წესის აგების საკითხიც აქტუალური ხდება. თავად პატრიარქის ინიციატივაა ისიც, რომ მსუბუქ დანაშაულებში მხილებული პირები და მათ შორის ნარკომომხმარებლები არა ციხეში, არამედ მაღალმთიან, დაცლილ სოფლებში განთავსებულ სარეაბილიტაციო ცენტრებში იხდიდნენ სასჯელს.

ხელისუფლების შეუსრულებელი გეგმები

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პატრიარქის გზავნილები, მათ შორის ნარკოპოლიტიკაზე, პარლამენტისთვის საყურადღებო იქნება.

“მნიშვნელოვან საკითხებზე იყო ყურადღება გამახვილებული პატრიარქის ეპისტოლეში, მათ შორის ისეთ თემებზე, რომლებზეც მუშაობს საქართველოს პარლამენტი, და ეს გზავნილები, რომლებიც იყო გაჟღერებული ეპისტოლეში, ჩვენთვის არის საყურადღებო. მათ შორის საუბარი იყო დემოგრაფიის საკითხებზე, ნარკოპოლიტიკაზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ყოფილი პრემიერი და ახლა უკვე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ "ნარკომანიის მიმართულებით" კანონმდებლობის უფრო შემსუბუქების შემდეგ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციაზე რეგულაცია უნდა გამკაცრდეს.

„მიმდინარე ლიბერალური ნარკოპოლიტიკა არის აბსოლუტურად მავნებლური და ჩვენი საზოგადოებისთვის, შვილებისთვის, მოქალაქეებისთვის დამაზიანებელი. მე ზოგადად ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ იმიტომ, რომ პრაქტიკამ და შედეგებმა გვაჩვენა, რომ კატასტროფული მდგომარეობაა, ახალგაზრდებში მით უმეტეს.

ფსიქოტროპული მედიკამენტები და ტაბლეტები, რომელსაც მოიხმარენ, მათ შორის, ახალგაზრდები, ეს უნდა შეჩერდეს, შეწყდეს. ამ აფთიაქებს, რომლებიც ურეცეპტოდ, უნებართვოდ გასცემენ, უპასუხისმგებლოდ იქცევიან და გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ჩვენი ახალგაზრდების დაღუპვაში იღებენ მონაწილეობას, ეს უნდა შეჩერდეს. ამას სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა სჭირდება.

ამავდროულად, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს შრომა უნდა დავაწყებინოთ და მათი რეალური უნარები და რესურსი განვითარებისკენ და აღმშენებლობისკენ უნდა მივმართოთ და არა რაღაც გაუგებარი არაპროდუქტიული საქმიანობისკენ”
- თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის ამ განცხადებიდან 5 წელი გავიდა, ნარკომომხმარებლები და მათი ოჯახის წევრები კი ირწმუნებიან, რომ დაპირება არა თუ არ შესრულდა, არამედ ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

განკურნებისთვის საჭირო სარეაბილიტაციო პროგრამა

საზოგადოებისთვის და, განსაკუთრებით, დამოკიდებული პირების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ყველაზე მისაღები მკურნალობის ისეთი მეთოდებია, რომლებიც თავიდანვე ორიენტირებულია ნარკოტიკების მიღების შეწყვეტაზე. ეს გზა თემომაც გაიარა, თანაც რამდენჯერმე, თუმცა უშედეგოდ, რადგან საამისოდ ძალები, მხოლოდ რამდენიმე დღე ან კვირა ჰყოფნიდა. სპეციალისტების მსგავსად, დღეს თავადაც აღნიშნავს, რომ ასეთი მკურნალობის ეფექტიანობა არც ისე მაღალია. 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ საქართველოში რეალური განკურნებისთვის საჭირო პირობები არ არსებობს. ,,გამოსაჯანმრთელებლად ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსია საჭირო, საქართველოში კი ძირითადად მხოლოდ ორკვირიანი მკურნალობის შეგიძლია, რეალური შედეგის მისაღწევად კი 6 თვე მაინც არის საჭირო. კურსი ნარკოლოგიურთან ერთად უნდა მოიცავდეს ფსიქოლოგიურ დახმარებას. რაც მთავარია, მკურნალობის პერიოდში არ უნდა იყო უსაქმოდ".

Tv9news.ge-ს მიერ გამოკითხული პირები უპირატესობას ისრაელისა და საფრანგეთის კლინიკებს ანიჭებენ, სადაც მკურნალობა კომპლექსურია და ერთი თვის ფასი 7 ათასიდან 12 ათას დოლარამდე მერყეობს, თუმცა მკურნალობისთვის საჭირო ტარიფი უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ნარკომომხმარებლები აცხადებენ, რომ საქართველოში რეალური განკურნებისთვის საჭირო პირობები არ არსებობს. 
Facebook Twitter
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 21 °C
img
ახალქალაქი 19 °C
img
ასპინძა 20 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 23 °C
img
თბილისი 25 °C
img
აბასთუმანი 19 °C
img
ბაკურიანი 16 °C
img
ნინოწმინდა 19 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelerbahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000time in londonCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibom giriş casibomhttps://etd.umpalopo.ac.id/js/ckeditor4/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobet girişcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale son dakikasigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetcasino levantholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwingrandpashabetMatadorbetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpasbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingmarsbahispusulabet7slotsbets10kadiköy travestiSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltrestbetgoldenbahismeritkingmarsbahismarsbahisgoldenbahisholiganbethttps://twitter.com/sultanbozum1zbahisSahabetgoldenbahisxslottarafbetgrandpashabetbaywincasibomTarafbetTarafbetcasibombetebetqueenbetinterbahistrbetimajbetqueenbetqueenbet girişbetvolelimanbetlimanbet giriş