ჯანდაცვა
წითელას მა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში - ივანე ჩხაიძე
რეგიონების მიხედვით, წითელას მა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში - აცხადებს ივანე ჩხაიძე. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, მიმ­დი­ნა­რე წელს, პირ­ვე­ლი ოთხი თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, „წი­თე­ლას“ 142 შემ­თხვე­ვა არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძემ მე­დი­ა­ცენ­ტრ “მთა­ვარ­ში” გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, შემ­თხვე­ვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ტე­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა.

“სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ტე­ბის დი­ნა­მი­კა არის, თუმ­ცა არა ისე­თი მკვეთ­რი, რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­ში. 2022 წელს „წი­თე­ლას“ 12 შემ­თხვე­ვა იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, 2023 წელს 26 და 2024 წელს 337. 2025 წლის პირ­ვე­ლი ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში „წი­თე­ლას“ 142 შემ­თხვე­ვა არის ქვე­ყა­ნა­ში. მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში „წი­თე­ლას“ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა და ასე­ვე, ფიქ­სირ­დე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც.

თუ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებს გა­დავ­ხე­დავთ, მა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში. შემ­თხვე­ვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ტე­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და 2022 წელს, ისიც სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნი­დან“
,- გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვი, რო­მე­ლიც მა­შინ „წი­თე­ლა­თი“ გარ­და­იც­ვა­ლა, აც­რი­ლი არ იყო და არც რა­ი­მე თან­მდე­ვი სე­რი­ო­ზუ­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და“, – გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

“წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, მა­ტე­ბა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ამ კუ­თხით, ნამ­დვი­ლად “აფეთ­ქე­ბაა” “წი­თე­ლას“ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის თვალ­საზ­რისთ. ამ ბავ­შვე­ბის მარ­თვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის ცენ­ტრში იმი­ტომ, რომ „წი­თე­ლა“ წარ­მო­ად­გენს გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის ნო­მერ პირ­ველ და­ა­ვა­დე­ბას.

ერთი ბავ­შვი, რო­მე­ლიც „წი­თე­ლა­თი“ არის ავად, შე­საძ­ლოა 16-დან 18 ბავ­შვს აინ­ფი­ცი­რებ­დეს. გა­და­დე­ბის რის­კი არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. ყვე­ლა­ზე გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა, რაც ბავ­შვებ­ში არის, ახლა არის “წი­თე­ლა“
, – გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.


შეიძლება, დაგაინტერესოთ: წითელა ერთ-ერთი ყველაზე რთული დაავადებაა
| Print |
თეგები: წითელა /