ჯანდაცვა
გიორგი მაღრაძე: ,,ტუბერკულიოზი განაჩენი აღარ არის"
რატომ არ უნდა იყოს გარიყული ტერკულოზით დაავადებული ადამიანი საზოგადოებისგან, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ რეგიონებში და რა არის საჭირო სტერეოტიპების დასარღვევად – სპეციალისტები საკუთარ გამოცდილებას ახალციხელებს უზიარებენ. ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად რეგიონებში ტუბერკულიოზის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ შეხვედრებს ატარებს.

საზოგადოებაში არსებული სტიგმა არის ყველაზე მთავარი წინააღმდეგობა – მიაჩნიათ ფტიზიატრებს. ტუბერკულიოზის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, მკურნალობის პერიოდში ავადმყოფი მუდმივად სტაციონარში ვერ იქნება –აცხადებენ მედიკოსები. ასეთ დროს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დროულად დასმა და მკურნალობის განსაზღვრა, ასევე საზოგადოების განათლება და მხარდაჭერა – ამის შესახებ მედეა ონიანი საუბრობს.

დაავადებული მოსახლეობის ნაწილი, რომელიც არ მიდის ექიმთან, ან იწყებს მკურნალობას და თავს ანებებს, ამით გამოჯანმრთელების რისკს იმცირებს. ასეთ შემთხვევაში ტუბერკულოზის მდგრადი ფორმა ვითარდება, რაც უფრო მეტ დანახარჯებსა და ძლიერ მედიკამენტოზურ მკურნალობას უკავშირდება – აცხადებს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის წარმომადგენელი.

ტუბერკულიოზი ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია ტუბერკულიოზის მიკრობაქტერია. დაავადება ერთი ადამიანიდან მეორეს ჰაერით გადაეცემა. გავრცელების რისკი იზრდება, თუკი პაციენტი ხალხმრავალ ადგილას დახურულ სივრცეში იმყოფება.



| Print |