,,კუთხისთვის ვიბრძოლე და გადავარჩინე მესხეთის ისტორია" – ცოტნე ზაზაძე
14:14 / 27.06.2018
12 წლის ცოტნე ზაზაძე ახლადშექმნილი ფოლკლორული ანსამბლ ,,ვარძიის" წევრია. სოფელ თმოგვიდან ასპინძაში თავდაპირველად ფანდურზე
დაკვრის სურვილმა ჩამოიყვანა.
,,ფანდურზე სიარულის სურვილი თავიდანვე მქონდა და ბებიამ შემიყვანა წრეზე. ცოტა ვისწავლე და ხელი რომ შეეწყო ჩემთვის მიყიდა ფანდური, თუმცა ისე მოხდა, რომ ჩემი მასწავლებელი საზღვარგარეთ წავიდა.
ცოტა ხანში გავიგე, რომ ფანდურის მასწავლებელი ასპინძაშიც იყო, მშობლებს ვთხოვე და მიმიყვანეს.
მალევე ანსამბლის ბიჭებმაც მომისმინეს, მოვეწონე და მიმიღეს წევრად.
პირველ რიგში მომეწონა ის, რომ არიან ძალიან მოსიყვარულე და მეგობრულები.
ჩემი პირველი წარმატება იყო კლიპში გამოსვლა.
კუთხისთვის ვიბრძოლე და გადავარჩინე მესხეთის ისტორია – ვეფხისტყაოსანი.
ახლა ვამუშავებთ ახალ სიმღერებს, რომ უფრო უკეთესი გავაკეთოთ, რადგან ეს ჩვენი კუთხისთვის იქნება კარგი".