ახალციხელობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწყო. შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში
სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
წირვის შემდეგ ცენტრალურ პარკში თოჯინების თეატრმა პატარა მაყურებელს სპექტაკლი ,,წითელქუდა" შესთავაზა.
,,წითელქუდა"–ს დასრულების შემდეგ თეატრალური წარმოდგენა გაიმართა წმინდანის – შალვა ახალციხელის ცხოვრების შესახებ, რომელიც მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა დადგა.
XX
სპექტაკლის დასრულებისთანავე დაიწყო დრამშოუ.
შოუს მონაწილეებმა ოჩოფეხებითა და დაფდაფებით ცენტრალური ქუჩიდა ახალციხის ციხემდე ფეხით მსვლელობა გამართეს.