SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
კულტურა
ასტროფიზიკოსი: „შორიდან ვუყურებთ, როდის დავკარგავთ ამ ტელესკოპსაც"
სექტემბრიდან, აბასთუმანში, ობსერვატორიასთან დამაკავშირებელი საბაგიროს განახლება დაიწყება.

59 წლის წინ გაკეთებული საბაგიროს შემოწმება ყოველდღიურად ხდება, თუმცა, ამ დროის განმავლობაში, მას რეაბილიტაცია არ ჩატარებია. საქართველოში ყველაზე დიდი ობსერვატორიის რესტავრაცია კი 11 ივნისიდან დაიწყო და სამუშაოები ზუსტად ერთი წლის მერე დასრულდება. სამტერასიან შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება – აცხადებს რადიო თავისუფლებასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ოსერვატორიის დირექტორი მაია თოდუა.

,,დაგეგმილია გაკეთდეს ტურისტული ცენტრი და ასტროტურიზმის ცენტრი, რომელიც განთავსდება პირველ სართულზე, მეორე სართულზე იქნება ბიბლიოთეკა, ხოლო მესამეზე – საოფისე ფართი თანამშრომლებისთვის. აბასთუმანში სულ 14 ტელესკოპია – სავარსკვლავო და სამზეო. სამწუხაროდ ტელესკოპები სარეაბილიტაციო შენობების სიაში არ არის, არადა ტელესკოპების განახლება უმნიშვნელოვანესია".

ციურ სხეულებს, მზის სისტემის პლანეტებს, ვარსკვლავებს, გალაქტიკებს ქართველი და უცხოელი მეცნიერები აზეტე 11-ის სახელით ცნობილი შენობიდან აკვირდებოდნენ. თავის დროზე ის პირველი ავტომატიზებული ტელესკოპი იყო მთელს საბჭოთა კავშირში, თუმცა დღეს ობსერვატორიაში ამბობენ, რომ აბასთუმანში არსებული 14–ივე ტელესკოპი გამოცვლას საჭიროებს. ასტროფიზიკოსი და ასოცირებული მკვლევარი გივი ქიმერიძე ექვსკაციან ჯგუფთან ერთან შორეულ გალაქტიკებში შავი ხვრელების ფოტომეტრიულ გამოკვლევებს ემსახურება.

,,ტელესკოპები ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. 1936 წელს გამოშვებული, 1956 წელს დადგმული ჩვენთან და გვიჭირს უკვე მუშაობა. გამოსაცვლელია როგორც სიდიდის, ასევე ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით. ტელესკოპების გარდა აუცილებელია კარგად მუშაობდეს გუმბათები, რომლებიც იცავს ატმოსფერული ნალექებისგან. შორიდან ვუყურებთ, როდის დავკარგავთ ამ ტელესკოპსაც“.

სამტერასიან შენობას ახლა რესტავრაცია უტარდება და პროექტის მიხედვით, 2019 წელს დასრულდება. აბასთუმანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლადდანიშნულ გუბერნატორთან ერთად ადიგენის მერმა მოინახულა. ზაქარია ენდელაძე განმარტავს, რომ დაბა აბასთუმანში დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 სახლის, ობსერვატორიისა და ობსერვატორიამდე მისასვლელი საბაგირო გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია. სახლები მე-19, მე-20 საუკუნეებშია აგებული და იმ პერიოდის ხის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობებითა და ქანობიანი სახურავებით ხასიათდება.

,,შეკვეთილია საბაგირო, ევროპაში მზადდება და იქნება ჩამოტანილი. მთლიანად ხდება გამოცვლა. მნიშვნელოვანია ტელესკოპების გამოცვლა ტურისტული და სამეცნიერო მნიშვნელობით. აბასთუმნის ობსერვატორიას ბევრი საკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩენები გაუკეთებია და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მისი განახლება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“.

აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში სამუშაოებს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მათი რესტავრაცია და პირვანდელი სახით აღდგენა.

Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink marsbahishttps://12betno1.help/먹튀위크seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่าสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetbetigma girişnakitbahistürk ifşa킹콩티비kayseri escort스마일퀄리티lunabetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetสล็อตBetigmapusulabetjojobetSahabetumzugsfirma wienmatbethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9057Casibomdizipalkulisbetkulisbetkulisbetkulisbetmarsbahisjojobetmarsbahisgoogle hit botuHoliganbetcasibommatbetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotligobet güncel girişdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişcratosroyalbetcasibomHoliganbetbets10sekabet girişbetnanoExtrabetjojobet girişjojobet girişiptvjojobetmarsbahispaşacasinocasibombets10jojobetjojobetmeritkingvdcasinosahabetcratosroyalbetjokerbetsekabetHoliganbetmagic mushroomscratosroyalbetcanlı maç izleroyalbet girişmatbetStreameastkiralık hackercasibomcasibomcasibom girişcasibommarsbahismp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibombetsatholiganbetsahabetligobetholiganbetpusulabetpusulabetcasibomholiganbetdeneme bonusu veren yeni sitelerholiganbetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahisivermectinmatbetcasibom girişлучшие казинолучшие казиноcasibom girişonwincasibom giriş1xbetmatadorbetiptv testcasinolevantmatbetpusulabetjojobetret casinodeneme bonusu veren siteler 2026Streameastslot gacorTotalsportekholiganbetjojobetbonisabetikimisli