კულტურა
ახალციხის ციხეზე ტოლერანტობის კვირეული დაიხურა
ტოლერანტობის კვირეულთან დაკავშირებით, ახალციხის ციხეზე, მრავალეთნიკური ხელოვნების ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ კულტურათა დიალოგი" გაიმართა.

კონცერტზე, რომელზეც საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, საზოგადოებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიმართა.



მინისტრმა ტოლერანტობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალციხე უნიკალური ადგილია, რადგან აქ არაერთი ეთნოსი თანაცხოვრობს მშვიდობიანად, ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ეს ადგილი თავად არის სიმბოლო ტოლერანტობის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის.




,,დღეს ჩვენი მრავალფეროვნება და მრავალკულტურულობა ვიზეიმეთ. ახალგაზრდებმა თავიანთი კულტურის ნაწილი, ქართული კულტურა წარმოადგინეს, რამაც ძალიან ლამაზი მოზაიკა შექმნა. ამ კონცერტით, რომელიც ტარდება ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ" ფარგლებში, ჩვენ ტოლერანტობის კვირეულის აღნიშვნა დავასრულეთ და ამით ვთქვით, რომ ყველა ჩვენგანს, იქნება ეს ქართველი, სომეხი, ებრაელი, აზერბაიჯანელი, ოსი, აფხაზი თუ ა.შ. გვაქვს ერთი ცა, ერთი მიწა, ერთი სამშობლო და თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად უნდა დიახარჯოს საერთო სიკეთისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. სახელმწიფო ვალდებულია ამის პირობები შექმნას და ამისათვის მუშაობას გავაგრძელებთ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ღონისძიებაში მონაწილება ადგილობრივმა ანსამბლებმა მიიღეს. ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ენის სწავლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ.

| Print |