სააღდგომო ნამუშევრების გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
18:46 / 24.04.2019
თექა, ფერწერა, გრაფიკა, ფაიფური, თიხა, ხე - ახალციხის სამხატვრო სკოლაში, სხვადასხვა მასალის გამოყენებით, სააღდგომო თემატიკის ნამუშევრები შექმნეს. მოსწავლეები კომპოზიციებზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
სკოლის 300 მოსწავლიდან, მცირე ფართის გამო, ნამუშევრები მხოლოდ 100-მა მათგანმა წარადგინა.
სამხატვრო სკოლაში საგაზაფხულო გამოფენისთვის ემზადებიან.