კულტურა
,,მესხ ფრთოსანს“ ლაურეატის წოდება მიენიჭა
,,ეროვნული საგანძური მომავალი თაობა“ ქორეოგრაფიული ცეკვების ფესტივალში ახალციხიდან ერთი ანსამბლი ,,მესხი ფრთოსანი“ მონაწილეობდა.


ახალციხელმა მოცეკვავეებმა ფესტივალში ხუთი ცეკვა - ,, გოგმანისი“, ,, ანაზდეული“, ,,ქართული მრავალჟამიერი“, ,,ლაზური“, და ,, მზე აფხაზისა“ შეასრულეს. ,,მესხი ფრთოსანის“ 40-ივე მონაწილე სიმბოლურად დიპლომებით დაჯილდოვდა, ანსამბლს კი თასი გადაეცა.



,,ანაზდეულს" მეორედ ვცეკვავთ. ,,გოგმანისის" განსხვავებული ცეკვა თავად ,,მესხმა ფრთოსანმა“ დადგა. ჩვენი ქორეოგრაფების ინიციატივით არის წარმოდგენილი ცეკვის შინაარსი, მუსიკა და საცეკვაო ფორმები“
- ამბობს ,,მესხი ფრთოსანის“ ქორეოგრაფი ბესიკ კოვზიაშვილი.

ფესტივალში 200-მდე ბავშვი მონაწილეობდა, სადაც 27 საცეკვაო ნომერი ცხრა ანსამბლმა წარადგინა.

ასპინძის მუნიციპალიტეტიდან ანსამბლი ,,სამცხე“, ახალცხიდან ,,მესხი ფრთოსანი“, ხაშურიდან ,,სალაღობო“, ბოლნისიდან ანსამბლი ,,სიონი“, ყვარელიდან ,,კავკასიონი“ და ,,იმედი“, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მოზაიკა“, ტყიბულიდან ,,ლილე“ და ქ.რუსთავიდან წმ.13 ასურელი მამის სახელობის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,გორგასალი“ მონაწილეობდნენ.

ფესტივალს ივერიონი და ქართული ცეკვების ჯგუფი ყოველწლიურად ატარებს.

| Print |