კულტურა
გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე (ფოტო/ვიდეო)
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ახალციხის ციხეზე ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
გამოფენაში მონაწილეობა ვალის კულტურის სახლმა, კოლეჯ ,,ოპიზარმა“, ახალციხის სამხატვრო სკოლამ, რევაზ ანდღულაძემ, ნუგზარ ზედგინიძემ და სხვა ორგანიზაციებმა და ხელოვნებმა მიიღეს.

,,კულტურის სახლის მონაწილეების ნამუშევრები წარვადგინეთ, ნაქარგები და ხელით ნაკეთობებია“ - ამბობს ვალის კულტურის სახლის მენეჯერი მანანა გოგოლაძე.

დამოუკიდებლობის დღეს, ახალციხის ციხეზე სახელმწიფო ლაურეატის ტიტულის მფლობელის ნამუშევარი გამოფინეს, რომელიც ფრინველის ბუმბულითაა შესრულებული.
,,სახელმწიფო ლაურეატის ტიტული 2016 წელს მიანიჭეს ჩემს ნამუშევარს, რომელიც ბუმბულებითაა შექმნილი, მასზე ქაჯეთის ციხეა დატანილი. 12 წელია რაც მონაწილეობას ვიღებ. გარდა ამისა, ახალციხესა და თბილისშიც დავდივარ სხვადასხვა გამოფენაზე“ - ამბობს ლაურეატის ტიტულის მქონე ხელოვანი გულნარა ხუციშვილი.

იგი ნამუშევრებს არ ჰყიდის, რადგან პერსონალური გამოფენისთვის ემზადება, სადაც ხელოვნების 100 ნიმუშს წარადგენს.
| Print |