კულტურა
მესხეთის თეატრი უკრაინიდან სამ ნომინაციაში გამარჯვებული დაბრუნდა
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი უკრაინაში გამართულ ფესტივალზე სამ ნომინაციაში საუკეთესოდ დასახელდა.

ქალაქ ხერსონაში გამართულ ,,მელპომენეს ფესტივალში" 12 ქვეყნის თეატრმა მიიღო მონაწილეობა. 9 დღის განმავლობაში თეატრალურ-ფესტივალზე სულ 38 სპექტაკლი აჩვენეს.

ფესტივალზე მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი უკრაინელი დრამატურგის ივან ფრანკოს პიესით ,,მოპარული ბედნიერებით" წარსდგა. ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო სპექტაკლების სიმრავლის გამო წელს გამარჯვებული ვერ დასახელდა, თუმცა სამ კონკრეტულ ნომინაციაში საუკეთესო მსახიობის, რეჟისურისა და სპექტაკლის ტიტული მესხეთის თეატრმა მოიპოვა.

ნომინაციაში ,,დიდი სცენის სპექტაკლი" – საუკეთესოდ დასახელდა მესხეთის დრამატული თეატრი სპექტაკლით ,,მოპარული ბედნიერება"
ნომინაციაში ,,რეჟისურა" – საუკეთესოდ დასახელდა ზაიკაუსკას ლინა. თამაში "მოპარული ბედნიერება" I.Franko- ს მიერ. მესხური (ახალციხის) პროფესიული დრამატული თეატრი (საქართველო)
ნომინაციაში ,,არტისტიზმი" – საუკეთესოდ დასახელთა მესხეთის თეატრის სამი მსახიობი:

– მანანა ბერიძე  (ნასტის როლი). 

– ლიკა გოგიძე (ანა როლი). 

– მანუჩარ გოგოლაური (ნიკოლოზის როლი).


მსახიობ მანუჩარ გოგოლაურის განმარტებით, ფესტივალი ხერსონაში მესხეთის თეატრმა გახსნა.

,,რადგან უკრანელი დრამატურგის ივან ფრანკოს პიესა გავიტანეთ და ლიტველმა რეჟისორმა დადგა ჩვენ გაგვახსნევინეს, როგორც მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებს. ხერსონის შემდეგ ქალაქ ნიკოლაევოში მიგვიწვიეს და იქაც ვიტამაშეთ. ამჟამად მოლაპარაკება გვაქვს ნიკოლაევის თეატრთან და შემოდგომით სპეციალური სტუმრის სტატუსით ჩამოვა უკრაინელი მსახიობი და ახლა უკვე ისინი მიიღებენ საქართველოში გამართულ ფესტივალში მონაწილეობას" – ამბობს საუკეთესო მსახიობიად დასახელებული .

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ,,მელპომენეს“ ექსპერტებს წლევანდელ ფესტივალზე საუკეთესოთა შერჩევა ყველაზე მეტად გაუჭირდათ.











| Print |