კულტურა
ახალციხის ციხეზე რეწვის სახელოსნოების ფესტივალი გაიმართება
ტრადიციული რეწვის სახელოსნოების II საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება 28-30 ივნისი, ახალციხის ციხეზე.

ფესტივალის მიზანია ტრადიციული რეწვის სახელოსნოების პოპულარიზაცია და მათი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. ფესტივალში მონაწილეობას იღებს 150 ტრადიციული რეწვის ოსტატი, მათ შორის 30 საერთაშორისო მონაწილე: საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.

ფესტივალი შემდეგი ტიპის აქტივობებს მოიცავს:

ღია სახელოსნოები - მასტერკლასები: ღია მასტერ-კლასებს ჩაატარებენ ტრადიციული რეწვის ოსტატები;

ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა;

გამოფენები;

საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის

და საჯარო ლექციები.

ღონისძიება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, USAID პროექტის ზრდა საქართველოში და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალს მხარდამჭერია GIZ/IBIS პროექტი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, დუშეთის მუნიციპალიტეტი.
| Print |