კულტურა
საპატიო ახალციხელის სტატუსს წელს 4 კანდიდატი მიიღებს

 

30 ივნისს, საეკლესიო და საერო დღესასწაულის აღნიშვნას, ადგილობრივები და ჩამოსული სტუმრები დილიდან დაიწყებენ.

ქალაქ ახალციხეს წელს, სამის ნაცვლად ოთხისაპატიო მოქალაქე დაემატება. გამარჯვებულებს ახალციხელობის დღესასწაულზე დაასახელებენ და დააჯილდოვებენ.

ექვსი კანდიდატურიდან ოთხივე გამარჯვებული სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები და წინა წლის "საპატიო ახალციხელები" შედიოდნენ.

ახალციხის საპატიო მოქალაქის კანდიდატურების წარდგენა მერიაში 28 ივნისამდე იყო შესაძლებელი. წელს წარდგენილი ექვსი კანდიდატიდან, სტატუსს ოთხი მათგანი მიიღებს, რადგან კომისიის წევრთა მიცემული ხმები მესამე და მეოთხე კანდიდატზე თანაბრად გადანაწილდა. კენჭისყრა ფარული იყო.

"საპატიო ახალციხელის" გამოვლენის ტრადიცია, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა 2013 წელს აღადგინა.

2018 წელს საპატიო ახალციხელის ტიტული, ერთ სასულიერო და ორ საერო პირს მიენიჭა.

საპატიო მოქალაქეთა სია ასე გამოიყურება:

2013წელი - კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი და რეჟისორი თემურ ჩხეიძე

2014 წელი - დეკანოზი სტეფანე ნადირაძე, ომარ ჯაყელი და ვახტანგ კვესელაძე

2015 წელი - ელგუჯა კოპაძე, პოეტი ვასილ კვინცხაძე და მერაბ ბერიძე

2016 წელი - თინათინ ჯაყელი, ლელა ნაროზაული და ნათელა იაძე.

2017 წელი – მძლეოსნობის სპორტული კლუბის დირექტორი ზიგმუნდ ზილბერშტეინი, სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი და ნიუქასთლების კავშირის პრეზიდენტი დევიდ ფოლკნერი დღეიდან საპატიო ახალციხელის სტატუსს ატარებენ.

2018 წელი – ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, რეწვის ოსტატი მარიამ ჟუჟუნაძე და პედიატრი რუზანა მელიქიანი.
| Print |