კულტურა
რა ღონისძიებები გელით 30 ივნისს ახალციხის ციხეზე
30 ივნისს, „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეს დაგეგმილია 10–ზე მეტი ღონისძიება.

✔ 2019 წლის პროგრამის მიხედვით მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

➡ 10:00-13:00 სადღესასწაულო წირვა წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში;

➡ 10:00-20:00 ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი;

➡ 12:00-16:00 სპორტული შეჯიბრებები: გეზრბენი (შოთა რუსთაველის ძეგლიდან ახალციხის ციხის ამფითეატრამდე), ჭიდაობა, შაში, მაგიდის ჩოგბურთი;

➡ 12:00-16:00 დრამშოუ (ცენტრალური პარკიდან ახალციხის ციხემდე);

➡ 12:00-18:00 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა;

➡ 17:00-18:00 სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულების და სტიპენდიანტების დაჯილდოება;

➡ 18:00-18:30 საპატიო ახალციხელების არჩევა;

➡ 18:30-19:00 თემურ ყვითელაშვილის კონცერტი;

➡ 19:00- 21:00 კონცერტი - „თბილისის მერიის ბიგ-ბენდი“ (სოლისტები: მაია ბარათაშვილი, ზაურ შავგულიძე, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნესტან ჯიბლაძე, თემო საჯაია, ნინი გველესიანი) და „ქართული ხმები“;

➡ 21:00-23:00 კონცერტი (პაატა გულიაშვილი, ივანა მელაი, გურამი ლომიძე, პაატა ხაჩიძე, ირაკლი ხაჩიძე);

➡ 23:00- დან D.J ზურაბ კვიწინაძე-ელექტრონული მუსიკის კონცერტი;
| Print |