კულტურა
კურორტზე სახალხო დღესასწაული "ბორჯომობა" აღინიშნება
17 აგვისტოს, ბორჯომში, სახალხო ტრადიციული დღესასწაული „ბორჯომობა 2019“ აღინიშნება.

საზეიმო ღონისძიებები 11:00 საათიდან დაიწყო და საღამოს 22:00 საათამდე გაგრძელდება.

დილიდანვე, მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში დაიწყო შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში, გეზრბენში, ჭადრაკში, ნარდში, აქვე განთავსდა ეთნოგრაფიული კუთხეები და მოეწყო კულინარიული კერძების მასტერკლასი.

13:00 საათიდან კი, ცენტრალურ პარკში დაიწყო კონცერტი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით. აქვეა სამეწარმეო მარკეტი, წამყვანი წიგნის გამომცემლობების გამოფენები, საბავშვო კუთხეები და ფოტო გადაღებები.

დღესასწაულს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და გრანდიოზული გალა კონცერტი დაასრულებს. (მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე, აჩიკო ნიჟარაძე, გიგი ადამაშვილი, დავით გომართელი, ზვიად ბოლქვაძე)

ღონისძიების ორგანიზატორია ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც დღესასწაულის თანადამფინანსებელიცაა.

"ბორჯომობას" საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სტუმრები და უცხოელი ვიზიტორები ესწრებიან.
| Print |
თეგები: ბორჯომობა /