კულტურა
ბორჯომში საპატიო მოქალაქეები გამოავლინეს

 

სახალხო დღესასწაულზე „ბორჯომობა 2019“ საპატიო მოქალაქეები დაასახელეს. თვითმმართველობამ ტიტული პიანისტ თათა ლიჩელსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეს მიენიჭათ.

თათა ლიჩელი არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. „კლასიკური მუსიკის განვითარების ფონდის“დირექტორი აქტიურ საშემსრულებლო საქმიანობას ეწევა. კონცერტებს ატარებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - ასე წარადგინა კონცერტის წამყვანმა საპატიო მოქალაქე.

შალვა გოგოლაძე 40 წლის წინ ბორჯომში დაიბადა. წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. ის განათლების მინისტრის მოადგილე და სამცხე-ჯავახეთის კრივის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტია.

 

| Print |