კულტურა
ახალციხეში თეატრალური ფესტივალი დაიწყო
დღეს, 13 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, მესხეთის თეატრის სცენაზე V საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ეროვნული დრამატურგიის 28 სპექტაკლის ჩვენება დაიწყო. მაყურებელს დასწრება ბილეთისა და აბონემენტის საშუალებით შეუძლიათ.

საერთაშორისო ფესტივალი თბილისის თავისუფალმა თეატრმა გახსნა, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლით „მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ“ კი საზეიმოდ დაიხურება. 

ფესტივალში მონაწილეობენ თბილისისა და საქართველოს რეგიონების თეატრები. ახალციხეს ასევე ეწვევა სამსახიობო დასი უკრაინიდან, ყაზახეთიდან, პოლონეთიდან და ბელორუსიიდან.

ერთი აბონემენტის ფასი 25 ლარია და 14 სპექტაკლზე დასწრებაა შესაძლებელი. ბილეთის ფასი კი თითოეულ სპექტაკლზე დასასწრებად 5 ლარია.
მსურველებს აბონემენტის შეძენა თეატრის ადმინისტრაციაში უკვე შეუძლიათ. ისინი სასურველ 14 სპექტაკლს თავად შეარჩევენ.

| Print |