კულტურა
ახალციხეს გორის თეატრი ეწვევა

 

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ეროვნული დრამატურგიის V საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. დღეს, 18 სექტემბერს მესხი მაყურებლის წინაშე გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამსახიობო დასი წარსდგება.

ფესტივალის მეექვსე დღეს მსახიობები ლაშა ბუღაძის პიესების მიხედვით, რეჟისორ დავით ჩხარტიშვილის სპექტაკლს "სადღეგრძელო" ითამაშებენ. 

წარმოდგენა 19 სთ. დაიწყება, ბილეთის ფასი 5 ლარია.
| Print |