კულტურა
როგორ მოვამზადოთ გამორჩეული ნუგბარი - ქლიავის ჩირი

ქლიავის ჩირი ერთ-ერთი გამორჩეული ნუგბარია. მისი გაკეთება ძალიან მარტივია, თუმცა საბოლოო შედეგის მიღწევა გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული.

შედეგი, რაქ თქმა უნდა, ლოდინად ღირს.


ინგრედიენტები


  • შავი ქლიავი - 6 კილო
  • ას/კ მარილი
  • 4 ს/კ შაქარი


მომზადების წესი:

  1. ქლიავი გავრეცხოთ. დანით გავჭართ და მოვაცილოთ კურკა.
  2. დავალაგოთ ფიცარზე და გავაშროთ მზეზე. ერთი მხარე რომ გამოშრება გადავაბრუნოთ მეორე მხარეს.
  3. 5-6 ცალი ტყემალი ან ქლიავი წამოვადუღოთ წყალში. დავაამატოთ შაქარი ან მარილი.
  4. ჩირი ამოვავლოთ ნახარშში და ისევ დავდოთ მზეზე. (ეს საჭიროა იმისთვის , რომ ჩირს მისცემს სიპრიალეს და შენახვის შემთხვევაში მატლი არ დაესევა) გამომშრალი ჩირი შევინახოთ ნაჭრის ტომარაში.

გემრიელად მიირთვით!

| Print |