კულტურა
ახალქალაქში შარლ აზნავურის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავი აღნიშნეს
ახალქალაქის „მომავლის სახლში“ შარლ აზნავურის გარდაცვალების წლისთავი აღნიშნეს.

მომავლის სახლში დოკუმენტური ფილმი "ცხოვრება სიყვარულით" აჩვენეს, რომელიც მომღერლის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

ფილმის ჩვენებამდე, „მომავლის სახლის“ სტუდენტებმა ნაჰაპეტ აკოჯიანმა და არტურ ჩობანიანმა შეასრულეს აზნაურის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა "უსასრულო სიყვარული".

ღონისძიება მომავლის სახლის ხელმძღვანელობით გაიმართა.

”მომავალში გვექნება არაერთი ღონისძიება შარლზ აზნავურთან დაკავშირებული“, - ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მომავლის სახლის ხელმძღვანელი სათენიკ მაიტესიანი.

ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური 2018 წლის პირველ ოქტომბერს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სომეხი წარმოშობის შემსრულებელმა 180 მილიონზე მეტი მუსიკალური ჩანაწერი გაყიდა, მისმა კომპოზიციებმა კი 60-ზე მეტ ფილმში გაიჟღერა. 1998 წელს ის CNN-მა საუკუნის ხელოვნად დაასახელა.

| Print |