კულტურა
ერთ დღეს გამართული ორი სპექტაკლი მესხეთის თეატრში
ექვს ოქტომბერს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა ახალციხეში ორი სპექტაკლი - ,,ოდისეა" და ,,სიმარტოვე" გამართა.

ავთო ვარსიმაშვილის "ოდისეა" ათის წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც ექსპერიმენტული პროექტია. მასში ერთდროულად დრამატული თეატრის, ანიმაციისა და კინო ხერხებია გამოყენებული. წარმოდგენას ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს - "ხორციელი" ადამიანი, ყოველდღიური საზრუნავით დაღლილი, ერთი ჩვეულებრივი ოჯახის მამა და ანიმაციური გმირი - ოდისევსი, რომელიც ტროას ომის შემდეგ, შინ დაბრუნებას ამაოდ ცდილობს.

მეორე სპექტაკლი მამუკა სალუქვაძის „სიმარტოვეა", რომელშიც ნაჩვენებია, ერთ დროს უსაზღვროდ შეყვარებული წყვილი, როგორ გადაიქცნენ ერთმანეთისთვის უცხო, უინტერესო ადამიანებად. სპექტაკლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია.


| Print |