კულტურა
ახალციხეში თეატრალური ფესტივალი სრულდება
V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს, 11 ოქტომბერს სრულდება. ფესტივალს, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საზეიმოდ დახურავს. მსახიობები მაყურებლის წინაშე ჯანრი კაშიას სპექტაკლით - "მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ" წარსდგებიან, რომლის დამდგმელი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილია. 

წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი კი ხუთი ლარია.

საერთაშორისო ფესტივალი 13 სექტემბერს, თბილისის თავისუფალმა თეატრმა გახსნა. ფესტივალის ფარგლებში, 28 სპექტაკლის ჩვენება გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ თბილისისა და საქართველოს რეგიონების თეატრები. ახალციხეს ასევე ეწვია სამსახიობო დასი უკრაინიდან, ყაზახეთიდან, პოლონეთიდან და ბელორუსიიდან.

ნახეთ,
როგორ გაიხსნა ფესტივალი
| Print |