კულტურა
ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად ახალციხის თოჯინების თეატრი სპექტაკლს მართავს
#ერთადხატიასთვის - აქციაში ახალციხის თოჯინების თეატრი ჩაერთო. 20 ოქტომბერს, 13:00 საათზე სპექტაკლი “მზის სხივი” გაიმართება, საიდანაც შემოსული თანხა ხატიას მკურნალობისთვის გადაირიცხება.

„იდეა თეატრში გაჟღერდა. ქველმოქმედება სახელმწიფო დაწესებულებებისთვის რთულია, რადგან თანხა იბეგრება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სპექტაკლზე ბილეთი არ გავყიდოთ, რომ შემოსავალი არ დაგვიფიქსირდეს, თუმცა მაყურებელმა თანხა შესაწირ ყუთში უნდა ჩააგდოს, სადაც ოჯახის წევრი იდგება“, - გვითხრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ ქორიძემ.

21 წლის ხატია პარუნაშვილს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა, მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა.

საქველმოქმედო ღონისძიებების გარდა, გახსნილია ანგარიში.

თიბისი ბანკი - GE31TB7146945061100061

საქართველოს ბანკი - GE34BG0000000161580664GEL

მიმღები მარიამ პარუნაშვილი. 

ხატიას მკურნალობაში წვლილის შეტანა შეგიძლიათ სატელეფონო ზარითაც, რომლის ღირებულებაც ერთი ლარია. 0 901 700 177
| Print |