კულტურა
ახალციხეში უკრაინული თეატრალური დასი სპექტაკლებს გამართავს
ახალციხეს უკრაინის ქალაქ კამენსკის თეატრალური დასი ეწვევა. მსახიობები, მესხეთის თეატრის სცენაზე 20 ოქტომბერს ივან ფრანკოს სპექტაკლს "მოპარული ბედნიერება" გამართავენ. წარმოდგენა 19:00 საატზე დაიწყება. ბილეთის ფასი სამი ლარია. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ლინას ზაიკაუსკასია. 

მესხ მაყურებელს უკრაინული თეატრის ხილვის საშუალება 21 ოქტომბერსაც ექნება. დასი ამჯერად ჟან ბატისტ მოლიერის ,,ტარტიუფს" ითამაშებენ. 

სპექტაკლები რუსულ ენაზე
გაიმართება.
| Print |