კულტურა
ახალციხეში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო
კონცერტი, რომელიც ახალციხის ციხეზე 23 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მიზეზი ტექნიკური დეტალებია და ღონისძიება რამდენიმე დღეში აუცილებლად გაიმართება. 

კონცერტი რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. მასში მონაწილეობა ნინო ჩხეიძეს, მარიტა როხვაძეს, DJ მარგო ლუჩკოს. სალომე ბაკურაძესა და ირაკლი ნოზაძეს უნდა მიეღო. კულტურული ღონისძიების ორგანიზატორი ახალციხის მერიაა. 

"მონაწილეებთან მოლაპარაკებები დასრულებულია, ერთ ლამაზ დღეს მოვუწყობთ ახალციხელებს. რა დაჯდება - ამას ჯერ ვერ გეტყვით. სავარაუდო თანხა ვიცით, თუმცა თავს შევიკავებ დასახელებისგან, სანამ ხელშეკრულებას არ გავაფორმებთ", - ამბობდა მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი რამდენიმე დღის წინ.

| Print |