კულტურა
ახალციხეში გადადებული კონცერტის თარიღი ცნობილია
კონცერტი, რომელიც ახალციხის ციხეზე 23 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო, 30 ოქტომბერს ჩატარდება. არ შეცვლილა ადგილი და საათი. 


ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მიზეზი ტექნიკური დეტალებია და ღონისძიება რამდენიმე დღეში აუცილებლად გაიმართება.

კონცერტი რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. მასში მონაწილეობა ნინო ჩხეიძეს, მარიტა როხვაძეს, DJ მარგო ლუჩკოს, სალომე ბაკურაძესა და ირაკლი ნოზაძეს უნდა მიეღო. კულტურული ღონისძიების ორგანიზატორი ახალციხის მერიაა.  

კონცერტის დაწყებამდე კი დაჯილდოვდებიან 2019-2020 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდიანტები.

კონცერტის დასაწყისი: 18:00 საათი.

,,ორგანიზატორი ახალციხის მერიაა, მონაწილეებთან მოლაპარაკებები დასრულებულია, ერთ ლამაზ დღეს მოვუწყობთ ახალციხელებს. რა დაჯდება - ამას ჯერ ვერ გეტყვით. სავარაუდო თანხა ვიცით, თუმცა თავს შევიკავებ დასახელებისგან, სანამ ხელშეკრულებას არ გავაფორმებთ",
- გვითხრა მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა.
| Print |