კულტურა
ახალციხეში გადადებული კონცერტი გაიმართა (ვიდეო)
დღეს, 30 ოქტომბერს ახალციხის ციხეზე ქართული შოუ-ბიზნესის წამომადგენლების კონცერტი გაიმართა.

ახალციხის ციხეზე ნინო ჩხეიძემ, მარიტა როხვაძემ, სალომე ბაკურაძემ და ირაკლი ნოზაძემ იმღერეს.

კონცერტში მონაწილეობდა DJ მარგო ლუჩკო.

კონცერტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ჩატარდა. 

კონცერტი, ახალციხის ციხეზე 23 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო და 30 ოქტომბერს ჩატარდა.
| Print |