კულტურა
ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ზარზმაში წირვა აღავლინა (ვიდეო)
დღეს, ადიგენში 'ზარზმობა' აღნიშნეს. დღესასწაული წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს უკავშირდება.

10:00 საათზე მონასტერში წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორემ, სხვა ეპისკოპოსებთან და ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. ღონისძიებაზე ხელნაკეთი ნივთები და მესხური ყველი გამოფინეს, პარალელურად მიმდინარეობდა ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.

ღონისძიების ორგანიზებისთვის ადიგენის ბიუჯეტიდან 1 980 ლარი გამოიყო.
| Print |