კულტურა
მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის საშობაო კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია და საერთაშორისო ფონდი "ფიროსმანის უკვდავება“, მოსწავლეებისა და სტუდენტი-ახალზრდობისთვის აცხადებს საშობაო კონკურსს სახვით ხელოვნებაში (ფერწერა, გრაფიკა, მცირე პლასტიკა და სხვა) ჯილდოს - ,,ფიროსმანის ფუნჯი“ მოსაპოვებლად.

საკონკურსო თემაა: ნიკო ფიროსმანი, მხატვრის ცხოვრება და შემოქმედება.

ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია პირველი დეკემბრიდან 22 დეკემბერის ჩათვლით მისამართზე- ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი, ფიროსმანის ქ. N29, 11 საათიდან 17 საათამდე.

გამარჯვებულის გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიალი შედგება 2020 წლის 11 იანვარს, ნიკალას მშობლიურ სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.

| Print |