კულტურა
ახალციხის კულტურის სახლის ავარიული შენობის უპერსპექტივო მომავალი

 

თავშეყრის ადგილი, რომელიც ახალგაზრდებს არ აქვთ, შესაძლოა ქალაქის კულტურის სახლი იყოს. თუმცა აქ გაკვეთილების შემდეგ მხოლოდ 20 მოზარდი მოდის. მსურველებს ფანდურის, გიტარის, ფორტეპიანოსა და ხალხური ცეკვის შესწავლა, ერთი პირობით შეუძლიათ. მუსიკალური ინსტრუმენტი მოსწავლემ უნდა მიიტანოს. აქ მხოლოდ ფორტეპიანო დგას.

ორსაუკუნოვანი და ავარიული შენობა ქალაქის ცენტრში, იაძის #1-ში მდებარეობს. იგი მეთვრამეტე საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. შენობა ხან საწყობის, ხან სასამართლოს ფუნქციას ასრულებდა. 1978 წლიდან კი კულტურის სახლმა დაიწყო ფუნქციონირება.

| Print |