კულტურა
ახალციხეში ანსამბლ „მესხეთის“ და „ჩვენებურების“ კონცერტი გაიმართება
ქორეოგრაფიული ანსამბლები „მესხეთი“ და „ჩვენებურები“ ახალციხეში ერთობლივი ღონისძიებისთვის ემზადებიან. სამ დეკემბერს დაგეგმილი კონცერტისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად, მონაწილეობას ლელა ნაყეური მიიღებს. ანსამბლი „ჩვენებურები“ 12 სიმღერას შეასრულებს, ამდენივე ცეკვით და განახლებული პროგრამით წარსდგება „მესხეთის“ უფროსი თაობის 50 მოცეკვავე.

კონცერტი მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 3 დეკემბერს, 18:30 საათზე გაიმართება.

პარალელურად, ანსამბლი "მესხეთი" სოლო კონცერტისთვის ემზადება, რომელიც ივნისში, ფილარმონიაში გაიმართება.

| Print |