კულტურა
ახალციხეში თამარ თამარაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
ახალციხეში ახალგაზრდა მხატვრის, თამარ თამარაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. მისი ნახატები და ხენაკეთი ნივთები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში განთავსდა.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოხატული ჭურჭელი, ბატიკა, პორტრეტები და ვიტრაჟული ნამუშევრები დაეთვალიერებინათ. 15-მდე ნივთი ავტორის მიერ, ბოლო ერთ წელშია შექმნილი.

თამარ თამარაძის პერსონალური გამოფენა უნივერსიტეტში მესამედ გაიმართა. ნამუშევრები მუზეუმში დეკემბრის ბოლოდე დარჩება.

| Print |