კულტურა
მესხეთის თეატრში საახალწლო ზღაპრის პრემიერა გაიმართება

 

„ახალი წლის მოლოდინში“ - ასე ჰქვია წარმოდგენას, რომლისთვისაც მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ემზადება. ერთმოქმედებიანი ზღაპრის დამდგმელი რეჟისორი ლია სულუაშვილია. მისი თქმით, სპექტაკლი პირველიდან მეშვიდე კლასის მოსწავლეებზეა გათვლილი.

„ეს არის ღარიბი და-ძმის ისტორია, რომლებიც დედის დასახმარებლად ტყეში იპარებიან. კეთილი ცხოველები მათ ეხმარებიან. როგორც ყველა ზღაპარში, აქაც სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე“, - გვითხრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა.

სპექტაკლი 20 დეკემბერს 14:00 საათზე, 23 დეკემბერს 16:00 საათზე და 24 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება. მასში თეატრის მსახიობებთან ერთად, სტუდიის მოსწავლეები მონაწილეობენ.

 

| Print |